პირდაპირი ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის

11 მაისი 2023, 20:00 1254 ნახვა

რუსეთის გადაწყვეტილება არის დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოება,  "ოცნებამ“კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელო ჟესტი, მორიგი რუსული პროვოკაცია - ასეთი შეფასებები ისმის მეორე დღეა პუტინის გადაწყვეტილებაზე ,რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე  აკრძალვა მოხსნაც.ის,რომ განსაკუთებით ახლა,როცა ჩვენი ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია და მაშინ როცა ამ სტატუსზე ერთხელ უკვე გვითხრეს უარი,ოპოზიცია შიშობს, რომ პუტინის ქმედებები უფრო დაგვაშორებს ევროპულ ოჯახს.სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის გადაწყვეტილებაა და მასში საქართველოს ხელისუფლება არ ჩარეულა ამტკიცებენ ხელისუფლებაში, რომლის შესაძლო სანქცირებაზე ევროკავშირი  უკვე ალაპარაკდა, მაგრამ მანამდე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები  მოვლენებს დააკვირდებიან.უვიზო რეჟიმი ორშაბათიდან ამოქმედდება, რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ამ დრომდე არ არის შესული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენის უფლების მიღებაზე. თუმცა რუსულ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაციები,რომ ერთ-ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი , რომ მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს ფრენები მოსკოვიდან, სამარიდან და ყაზანიდან თბილისის მიმართულებით.   

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში