საქართველოს კულტურის დღეების აღნიშვნა იტალიაში

15 მაისი 2023, 19:42 1595 ნახვა

ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ირაკლი შაფათავა ,იტალიის სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე და საქართველოს კულტურის დღეების ორგანიზატორი ნინო ლეჟავა როსინის სახელობის კონსერვატორიის პრეზიდენტთან სალვატორე ჯიორდანოსთან იმყოფებოდნენ შეხვედრაზე. ასევე შეხვედრა გაიმართა მარკეს რეგიონის პეზარო-ურბინოს ინდუსტრიის პალატის პრეზიდენტთან და  საზღვარგარეთის დეპარტამენტის უფროსთან. ქართულ მხარეს უმასპინძლა პეზაროს ვიცე- მერმა დანიელე ვიმინისმა. რაზე ისაუბრეს მხარეებმა? შეხვედრის დეტალებზე ჯენი კვანტალიანი ისაუბრებს პეზაროდან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში