ხევსურეთში, ციხე-სოფელი მუცო ევროპის რჩეული გახდა

30 ოქტომბერი 2019, 10:21 7510 ნახვა

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ​ ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი, ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.

აღნიშნული პროექტი ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა. 

სოფელი მუცო, (პირიქითა) ხევსურეთში, სოფელ შატილიდან 12-15 კილომეტრში მდებარეობს. ციხე-სოფელი განლაგებულია რთული რელიეფის სამ ტერასაზე. ჩრდილოეთიდან ციხე-სოფელი დაცულია თორღვაის კოშკით, სამხრეთიდან ციხე-სახლებით, ხოლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან - ციცაბო კლდის ქარაფებით. შენობები ერთმანეთის მიჯრით დგას, მათი გარეთა კედლები კი საბრძოლო ზღუდეს ქმნის. ნაგებობები ძირითადად ოთხსართულიანია, ყოფილა ექვსსართულიანიც.
მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. დღეისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი.

სავალალო მდგომარეობოაში მყოფ მუცოს კოშკებს რეაბილიტაცია, 2014-2018 წლებში საქართველოს მთავრობისა და ,,ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა, კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.

რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ესწრება, პრეზიდენტმა დელეგატები მუცოში დაპატიჟა და აღნიშნა, რომ ამ სოფლის დათვალიერება სხვა სამყაროსა და სხვა საუკუნეში მოგზაურობას ნიშნავს.

,,ყველა პროექტი ადამიანებთანაა დაკავშირებული. მუცოს რეაბილიტაციის პროექტი კი, სოსო ბანძელაძეს უკავშირდება, რომელიც დღეს ჩვენს შორის აღარაა. ის ალბათ, ვერასოსოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე, პარიზში, შატლეს თეატრში მისი პროექტი ,,საზოგადოების რჩეულის“ პრიზს მიიღებდა.

ეს კი ევროპაში დაბრუნებას ნიშნავს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში