ბსუ-ს 70 სტუდენტი სწავლასა და სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში გაივლის

28 ივნისი 2023, 15:10 832 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70 სტუდენტი სწავლასა და სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში გაივლის. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში, ხოლო ბაკალავრის 11 სტუდენტი სწავლას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გააგრძელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტურიზმის სფეროში ბსუ-ს 600-ზე მეტმა სტუდენტმა უკვე გაიარა პრაქტიკა გერმანიაში.

ასევე, განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ბაკალავრის საფეხურის 11  სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა საზღვარგარეთ.

2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებით 400 სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში