მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები

03 აგვისტო 2023, 14:39 1036 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკისა და ისტორიის გამოცდებში პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის  20%-ზე მეტი.

მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში