ახალი სკოლის მშენებლობა

25 თებერვალი 2017, 00:00 3135 ნახვა

სოფელ კაპრეშუმში ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტის მიხედვით, ნაგებობა 2 სართულიანი იქნება და სამას ბავშვზე გათვლილი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. ექნება ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ექიმის კაბინეტი, ასევე სასწავლო ლაბორატორია. მოეწყობა ღია სპორტული მოედანი. მშენებლობისთვის აჭარის განათლების სამინისტრო მილიონამდე ლარს ხარჯავს. სამშენებლო სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ლადა” ახორციელებს. მშენებლობა 2017-18  სასწავლო წლისთვის დასრულდება. აქ სწავლას პირველ ეტაპზე ის მოსწავლეები გააგრძელებენ, რომლებიც სოფელ კაპრეშუმში ამორტიზებულ სკოლაში სწავლობენ.  აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს სკოლის მშენებლობა ოფიციალურად გახსნეს და საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩაუშვეს.

ამავე კატეგორიაში