აჭარის მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს

10 სექტემბერი 2023, 12:44 958 ნახვა

აჭარის მთავრობა ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს.

სასწავლებლებში 100% და 70% გრანტით ჩარიცხულ პირველკურსელებს აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად გააცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად.  სტუდენტები წახალისების მიზნით 2000 და 1000 ლარიან ჯილდოს მიიღებენ. 

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება მომავალი აბიტურიენტებისთვისაც მოტივაცია იქნება. წელს აჭარის რეგიონიდან 3300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, 150 სტუდენტი 100%-იანი და 70% გრანტებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში