ბათუმში ახალი ბაღი გაიხსნა

18 სექტემბერი 2023, 12:01 2043 ნახვა

დღეიდან ბათუმის საბავშო ბაღებში სააღმზრდელო  პროცესი დაიწყო. ქალაქში სამი ახალი ბაღი გაიხსნა  ბაგრატიონის, ქათამაძის და დაბა ჩაქვში  ჭავჭავაძის ქუჩებზე. სამი ახალი საბავშო ბაღი ჯამში  800-ზე  მეტ აღსაზრდელზეა  გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირებისთვის. 

ქალაქის ბიუჯეტიდან ამ  ბაღების მშენებლობაზე 7 მილიონი ლარი  დაიხარჯა. ქალაქის მასშტაბით საბავშო ბაღებში 9 ათასზე მეტი აღსაზრდელია, ათასამდე კირიგშია.  

ახლადგახსნილი ბაღები  ბათუმის მერმა და აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, წელს ქალაქში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია ხორციელდება და  იწყება სამი ახალი ბაღის მშენებლობა, 12 ბაღში კი ენერგოეფექტურობის  ევროპული სტანდარტები  დაინერგება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში