ბათუმის 28-ე სკოლაში დირექტორი აირჩიეს

14 ოქტომბერი 2023, 14:18 1668 ნახვა

ბათუმის 28-ე საჯარო სკოლაში დღეს დირექტორი აირჩიეს. სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა ეთერ ჩხეიძეს, რომელიც თანამდებობაზე  ამავე სკოლაში უკვე მეორე ვადით იმუშავებს.

გუშინ ჩატარდა არჩევნები ბათუმის მე-7 სკოლაში, სადაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამირან თურმანიძე იქნება. ორშაბათს და სამშაბათს დირექტორებს ბათუმის სულ 15 სკოლაში აირჩევენ.

ცნობისთვის, საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი 3 200-ზე მეტ კანდიდატს ჰქონდა. მათ ჯერ ტესტირება გაიარეს, შემდეგ კი გასაუბრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში