კიტეიშვილის „შტურმი“ დამარცხდა, „სლოვანმა“ ფრე ითამაშა 

10 ნოემბერი 2023, 10:01 446 ნახვა

გრაცის „შტურმი“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ატალანტას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე ალბანელმა მცველმა, ბერატ ჯიმშიტიმ გაიტანა. ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის გამო თამაში გამოტოვა.

ოთხი ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ ოთხი ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერი „ატალანტაა“ 10 ქულით, ხოლო მეორეზე – „სპორტინგი“, რომელსაც 7 ქულა აქვს. კონფერენსლიგის ჯგუფში ბრატისლავისსლოვანმა“ „ლილს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1.

გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ჯაბა კანკავა  სათადარიგოებში და მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შეუშვეს. ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში 8 ქულით „ლილი“ ლიდერობს, „სლოვანი“ შვიდი ქულით მეორე პოზიციაზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში