ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადავა

13 ნოემბერი 2023, 15:52 788 ნახვა

ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდება იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

"მთავრობაზე განხილულ იქნა საკითხი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან ახალგაზრდობის სააგენტოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადმოტანის თაობაზე. ვინაიდან განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოიცავს ჩვენი სამინისტრო, პროგრამები, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ახალგაზრდობის სააგენტოს მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. შედეგად, კანონპროქტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან უკვე ჩვენთან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდება იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში