სამუშაო თათბირი განათლების სამინისტროში

16 ნოემბერი 2023, 12:00 817 ნახვა

ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და 2024 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროში სამუშაო თათბირზე. უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ. ლარი შეადგინა. ასევე მთავრობის ინფორმაციით, განხორციელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდამჭერი პროგრამები.

ასევე იზრდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი, დაიწყება დამატებითი სასწავლო შენობებისა და სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსების მშენებლობა. 1500 სტუდენტი დაფინანსდება სტუდენტთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების პროგრამით.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მლნ ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც 95 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში