„თანასწორობის კვირეული”

20 ნოემბერი 2023, 10:55 693 ნახვა

„თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში ბათუმში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა. მიზანია მოზარდებში ისეთი ფასეულობების დამკვიდრება, როგორებიცაა თანასწორობა, ტოლერანტობა, შემწყნარებლობა, ურთიერთპატივისცემა და ადამიანის უფლებები.

მოეწყო ამავე თემატიკაზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ინტელექტუალურ თამაშს, რომელშიც ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გაიმარჯვა ბათუმის N3 საჯარო სკოლის გუნდმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში