მასწავლებელთა ვაკანსიები მაღალმთიანეთში 

29 ნოემბერი 2023, 11:10 784 ნახვა

ვაკანსიები მაღალმთიანი აჭარის სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტრო “ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ფარგლებში განმეორებით კონკურსს აცხადებს.

ამ ეტაპისთვის, პროექტში ჩართულია 17 პედაგოგი. რამდენიმე კვირის წინ გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ 2 მასწავლებელი შეარჩიეს, რომლებიც იანვრიდან შეუდგებიან მუშაობას.

სამინისტრო კიდევ 11 ვაკანტურ ადგილზე აცხადებს კონკურსს.  ძირითადად, ხულოსა და შუახევის სკოლების საბუნებისმეტყველო და უცხო ენის მასწავლებლებისთვის.

პროგრამის ფარგლებში პედაგოგები საათობრივი ანაზღაურების გარდა, ყოველთვიურად სახელფასო დანამატის სახით ათას ლარს განათლების სამინისტროსგან მიიღებენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში