ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

09 დეკემბერი 2023, 15:03 1356 ნახვა

ეკონომიკის სამინისტროში „ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მიზნით კერძო პარტნიორის შესარჩევი კომისიის“ მორიგი სხდომა გაიმართა. უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა და დაამტკიცა კვალიფიცირებული კანდიდატებისთვის წარსადგენ წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოწვევის დოკუმენტი და პარტნიორთა ხელშეკრულებების პროექტები. კომისიის გადაწყვეტილებით, კვალიფიციურ კანდიდატებს წინადადებების წარმოსადგენად ვადა 19 თებერვლამდე მიეცათ.კომისია საერთაშორისო კონსულტანტების მეშვეობით შეაფასებს წარმოდგენილ წინადადებებს და გამოავლენს გამარჯვებულს, რომელთანაც გაიმართება მოლაპარაკებები შესაბამის ხელშეკრულებებზე.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში