2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

13 დეკემბერი 2023, 19:52 1367 ნახვა

პარლამენტში 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავდნენ. ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს. ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითად პარამეტრებს აცნობს. 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტის ოდენობით არის დაგეგმილი. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2,8%-ია, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, 86 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში საპენსიო გასაცემების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში