პუტინის ომი უკრაინაში 

05 იანვარი 2024, 10:10 490 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. 5 იანვრის მონაცემებით ომის დაწყებიდან რუსულ აგრესიას 514 ბავშვი ემსხვერპლა, დაშვებულია 1100-ზე მეტი. უკრაინის პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ქვეყნის მასშტაბით საომარი მოქმედებები გრძელდება და ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

გენშტაბის ცნობით გასული დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 58 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერმა 7 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ბახმუტის მიმართულებით კი უკრაინის დამცველებმა ოკუპანტების 4 თავდასხმა მოიგერიეს. პარალელურად რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან გაშვებული 10 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.

კრემლი კიევს ტერორისტული თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს. უკრაინის პრეზიდენტი კი ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში