კონკურსი სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისთვის 

26 თებერვალი 2024, 14:08 687 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტრო საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარაში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ პერსონალს. მათ საშუალება აქვს მოიპოვონ გრანტი, ჯამში 3000 ლარის ოდენობით, რითაც უცხოეთში ტრენინგებზე, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობის ხარჯი დაფინანსდება.

კონკურსი გამოცხადდა ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიც.

ამ შემთხვევაში დაფინანსების მოპოვება დოქტორანტებს შეუძლიათ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობასთან ერთად, პროგრამა სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების ხარჯების ანაზღაურებასაც ითვალისწინებს.

განცხადებების მიღების ვადა 25 მარტს იწურება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში