„მასწავლებელთა ეროვნული ჯილდო 2024“ იწყება

02 მარტი 2024, 11:11 861 ნახვა

მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად  მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება დღეიდან იწყება, მასწავლებელთა წარდგენა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის  კონკურსანტთა ათეული გამოვლინდება, მესამე ეტაპზე კი ცნობილი გახდება იმ ხუთეულის ვინაობა რომელთაგანაც ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებელთა მსოფლიო დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

კონკურსანტებს 20 წევრიანი ჟიური შეარჩევს, რომელიც განათლების სპეციალისტების ,მეცნიერების,პედაგოგებისა და მედიის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.კონკურსი მერვე წელია ტარდება და მისი მთავარი მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, მათი მოტივაციის გაზრდა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში