სკოლების მშენებლობის პროცესი

08 მარტი 2024, 11:40 1423 ნახვა

ხულოში  ხუთი ახალი სკოლა  აშენდება.  დანისპარაულში, ღორჯომში, მეკეიძეებში, უჩხოსა  და წაბლანაში  სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. 

გრძელდება გასულ წლებში დაწყებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობაც. სოფელ ბეღლეთის სკოლაში სამუშაოები  თითქმის დასრულებულია. 

პარალელურად გრძელდება სოფელ ქვემო ვაშლოვანის სკოლა-კომპლექსის მშენებლობა,  ათმილიონიანი პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში