დირექტორობის მსურველთა ტესტირება

10 მარტი 2024, 14:30 1037 ნახვა

საჯარო სკოლის დირექტორების მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს.  სასერთიფიკაციო გამოცდა თბილისსა და რეგიონებში სულ 48 საგამოცდო ცენტრში ტარდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტესტირება საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს მოიცავს.

გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათია. კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს. 

ამის შემდეგ კანდიდატები განათლების სამინისტროში გასაუბრებას გაივლიან და წინასწარ შერჩეული სკოლების განვითარების კონცეფციას წარადგენენ. კონკურსში ტესტირების გავლის გარეშე შეუძლიათ ჩართვა მოქმედი სერტიფიკატის მქონე აპლიკანტებს. კონკურსის წესებში ცვლილება ცოტა ხნის წინ შევიდა და სერტიფიცირების ეტაპზე გასაუბრება გაუქმდა.

აჭარაში 160-ზე მეტ სკოლაშია დირექტორის ვაკანსია. ზოგ სკოლაში ერთია კანდიდატია რეგისტრირებული, სკოლების ნაწილში კი კონკურენცია მაღალია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში