საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთის

03 მაისი 2024, 10:58 1170 ნახვა
00:00
00:00

სამაგისტროსა და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ ჩარიცხულ ან სწავლის მსურველებისთვის  აჭარის განათლების სამინისტრომ  საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

განაცხადების მიღება სამინისტროში 31 მაისამდე გაგრძელდება, 2024 წელს სამინისტრო  35 სტუდენტს დააფინანსებს. 

გრანტის  მოპოვებისთვის  შეფასების კრიტერიუმები კომპლექსურია, მათ შორისაა მაღალი აკადემიური  მოსწრება, რეკომენდაციები, სტუდენტის  სამეცნიერო და შემეცნებითი მიმართულებით აქტივობები და სხვა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში