ტენდერი ბათუმის N3 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის ასაშენებლად

08 მაისი 2024, 14:41 634 ნახვა

ბათუმის N3 საჯარო სკოლის ტერიტორიზე დამატებითი სასწავლო კორპუსი უნდა აშენდეს.  მშენებლობა დაახლოებით  2 თვეში უნდა დაიწყოს, მანამდე კი აჭარის განათლების სამინისტრომ სამუშაოებისთვის  ელექტრონული ტენდერი  გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით   სამსართულიანი შენობა  უნდა აშენდეს, სადაც 11 საკლასო ოთახი განთავსდება, შენობა გათვლილია 600 მოსწავლეზე ორ ცვლაში. მშენებლობა 24 თვეში უნდა დასრულდეს.

ბათუმში  ამ ეტაპზე 2 სკოლის მშენებლობა და 10-ის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სარემონტო სამუშაოები  ახალი სასწავლო თვისთვის  შვიდ სკოლაში უნდა დასრულდეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში