#2 საჯარო სკოლის დირექციის პასუხი გაფიცულ მოსწავლეებს

14 მაისი 2024, 12:01 955 ნახვა

მეორე სკოლის გაფიცულ მოსწავლეებს დაეწერებათ არა - აცხადებს  ამავე სკოლის დირექტორი, რომლის ინფორმაციითაც, სასწავლო პროცესი მათ სკოლაში ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და არც ერთ კლასში მოსწავლეების განსაკუთრებული კლება არ შეინიშნება.  

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის თქმითვე, აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა სკოლა ვალდებულია გაცდენილ საათებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

რაც შეეხება გაფიცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ირკვევა, რომ მარიზა აბაშიძემ ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში