ცემის ფაქტი სკოლაში

29 მარტი 2017, 00:00 5555 ნახვა

ბათუმის მეთხუთმეტე საჯარო სკოლაში ერთ ერთმა მშობელმა შვილის თანასკოლელს, მეორე კლასელ ბავშვს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ 2 საათზე მოხდა.  ინცინდენტს მანდატურიც შეესწრო, დირექტორმა კი პოლიცია გამოიძახა. ამ დროისათვის დაკითხულია სკოლის დირექტორი და მშობელი. დირექტორი ნინო მოდებაძე, ფაქტს ადასტურებს. რაც შეეხება აჭარის განათლების სამინისტროს, მომხდარის შესახებ იციან, თუმცა აცხადებენ, რომ საქმეში მხარე მშობელია, საქმის გამოძიება კი პოლიციის პრეროგატივაა და ამ ნაწილში სამინსტრო ვერ ჩაერევა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში