საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი

14 ივნისი 2024, 14:31 1870 ნახვა

საჯარო სკოლებში დირექტორების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების გასაუბრება ამ ეტაპზე უკვე სამეურვეო საბჭოში ტარდება. მანამდე გასაუბრება ჯერ სამინისტროში გაიმართა, მანამდე კი დირექტორობის მსურველებმა სერტიფიცირებისთვის ტესტირება გაიარეს.

სამეურვეო საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეა კანდიდატები სკოლის განვითარების გეგმას წარუდგენენ.

არჩევნები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, სულ 80 სკოლაში ტარდება.

სკოლების დიდ ნაწილში მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი. დირექტორს 6 წლის ვადით ირჩევენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში