ესპანეთში ფეხბურთის ვარსკვლავის მამას თავს დაესხნენ

15 აგვისტო 2024, 12:26 347 ნახვა

ბარსელონისა და ესპანეთის ვარსკვლავის, ლამინ იამალის მამა მუნირ ნასრაუი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე  ქალაქ მატაროს ერთ-ერთ  ავტოსადგომზე დანით დაჭრეს-ინფორმაციას  გაზეთი ლა ვანგუარდია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ნასრაუი ახლომდებარე ქალაქ ბადალონის კან რუტის საავადმყოფოში გადაიყვანეს სხეულის მძიმე დაზიანებებით.

ადგილობრივმა და რეგიონულმა პოლიციამ ინციდენტის რამდენიმე თვითმხილველი იპოვა.  სპორტული ვებსაიტის რელევოს მტკიცებით კი, რომელიც  ასევე ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობა,  ნასრაუი საავადმყოფოდან უკვე  სახლში გაწერეს. იამალი, ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც ბარსელონის მუშათა კლასის მრავალეთნიკურ გარეუბანში გაიზარდა,  ევრო 2024-ის ვარსკვლავი გახდა. 17 წლის ფეხბურთელმა 9 ივლისს საფრანგეთთან ნახევარფინალში  გოლი გაიტანა, რითაც  ნაწილობრივ თავისი წვლილი შეიტანა ესპანეთის ნაკრების გამარჯვებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში