აშშ-ს მთავრობა პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს

07 დეკემბერი 2021, 20:10 1326 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ბოიკოტი ჩინეთს. 4-20 თებერვალს გასამართ  პეკინის ზამთრის ოლიმპიადას  ოფიციალური პირები არ დაესწრებიან. ბოიკოტი უკავშირდება ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევას. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს დემოკრატმა და რესპუბლიკელმა დეპუტატებმა.

მათ ჩინეთი გააკრიტიკეს ჰონგ კონგში პროტესტის ჩახშობისა და ტიბეტისა და ტაივანის მიმართ პოლიტიკის გამო, აგრეთვე მუსულმანი უიგურელების დაკავებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში