თორნიკე რიჟვაძემ "ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები წარადგინა

24 აგვისტო 2024, 10:35 789 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ "ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები წარადგინა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ძრირითადი კრიტერიუმები, რითაც დელეგატები შერჩნენ პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულია.

"ბათუმში ჩვენი დელეგატი იქნება - რამაზ ჯინჭარაძე, რომელსაც კარგად იცნობს აჭარის თითოელი მცხოვრები, ბატონი რამაზი წლების განმავლობაში იყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და მის სახელს უკავშირდება არაერთი სოციალური პროექტი, რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა.

 

ქობულეთში ჩვენი დელეგატი იქნება უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი - ცოტნე ანანიძე, ახალგაზრდა და პროფესიონალი ადამიანი.

 

ხელვაჩაურში ჩვენი დელეგატი გახლავთ - მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი ხელვაჩაურის თითოეული მკვიდრის სიკეთეები და გამოწვევები.

 

ქედაში ჩვენი დელეგატია მამუკა თურმანიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, კეთილსონდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელე.

 

შუახევში ქართული ოცნების დელეგატია -ფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი და შუახევის ყოფილი მერი, რომელმაც ზედმიწევნით დეტალურად იცის თითოეული შუახეველის საჭიროება და გამოწვევები.

 

ხულოში ჩვენი დელეგატი იქნება - ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოქმედი მერი, რომელიც ყველა ხულოელის საყრდენი, მათი ინტერესების გამტარებელია და დარწმუნებული ვარ თითოელი ხულოელის ხმა იქნება წარმოდგენილი აჭარის უმაღლეს საბჭოში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში