დღეს კიდევ ერთხელ კარგად დაგვანახეს, რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება - მაია ბითაძე ცესკო-ს ინცდენტზე

16 ნოემბერი 2024, 12:59 279 ნახვა

რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბითაძე ეხმაურება ცესკო-ს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.

„რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება. ძალადობა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობა – ესაა მთავარი მიზანი, ოღონდ ერთს ვერ იაზრებენ, სხვა საქართველოა დღეს. არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში“, – წერს ბითაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში