ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები -აქტივიზმია - ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! - ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე

16 ნოემბერი 2024, 12:49 322 ნახვა

ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები - აქტივიზმია. ყველაფერს თავისი სახელი აქვს - ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წერს, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ენმ-ს წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ საღებავი შეასხა.

წილოსანის თქმით, ეს არის კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში.

"ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი თვალებში შეასხეს კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს, რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები -აქტივიზმია. ყველაფერს თავისი სახელი აქვს - ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი,“ - წერს ნინო წილოსანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში