6 მილიონი ლარი სკოლებში სპორტული დარბაზების მოწყობისთვის

08 აპრილი 2017, 00:00 2753 ნახვა

2017 წლის აჭარის განათლების, სამინიტროს პროგრამით 32 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რისთვისაც 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოების ნაწილზე გამოცხადებულია ტენდერები, ნაწილზე კი  საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.
 განათლების, მინისტრი და მოადგილე მე 14 და 28 ე საჯარო სკოლებში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. N14 საჯარო სკოლაში პროექტის მიხედვით დაგეგმილია - არსებული სახურავის დემონტაჟი და ახალი სახურავის მოწყობა, ასევე საპირფარეშოს რეაბილიტაცია და შშმ პირთათვის ადაპტირება.  ახალი სკოლები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტებს და მორგებული იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებებს. მე 14 საჯარო სკოლის სამუშაოების ღირებულება  177 777 ლარია, N28 საჯარო სკოლაზე 62 000 ლარია გათვალისწინებული.

ამავე კატეგორიაში