ახალი სასწავლო წელი

16 სექტემბერი 2024, 10:22 493 ნახვა

ახალი სასწავლო წლისთვის ორი რეაბილიტირებული დაწყებითი სკოლა გაიხსნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

სოფელ მასაურაში დაწყებითი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა, სკოლის მშენებლობისთვის 519 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. 

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა  ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ახალშენის ხეღრუს დაწყებით სკოლას.

სკოლაში ამ ეტაპზე შვიდი მოსწავლეა, მათგან სამი პირველკლასელი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში