რეაბილიტირებული ბაღები ქედასა და შუახევში

16 სექტემბერი 2024, 20:02 375 ნახვა

სააღმზრდელო პროცესი განახლდა ქედის 14  საბავშვო ბაღში. წელს მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესს, პირველად, 100 პატარა შეუერთდება.

მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 470- მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. მიმდინარე წლისთვის სიახლეა საპილოტე სასკოლო მზაობის ჯგუფი, რომელიც სოფელ წონიარისის საბავშვო ბაღში ამოქმედდა.

სააღმზრდელო პროცესის განახლება თანამშრომლებს, მშობლებსა და პატარებს ქედის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. ახალი სააღმზრდელო წელი ახალ რეაბილიტირებულ ბაღში განახლდა სოფელ მახალაკიძეებში.

მანამდე არსებული შენობა რეაბილიტაციას საჭიროებდა, ამიტომ გამოიძებნა ალტერნატიული ფართი, რომელსაც ჩაუტარდა რემონტი.  მოეწყო ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.

ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოებისთვის შუახევის მერიის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი იყო გამოყოფილი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში