‘’ადრეული განათლება და ზრუნვა’’ – საერთაშორისო კონფერენცია

26 სექტემბერი 2024, 14:10 274 ნახვა

‘’ადრეული განათლება და ზრუნვა’’ – ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. დღეს და ხვალ რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე, 170-ზე მეტი მონაწილე ბავშვებზე მორგებულ ინკლუზიურ სისტემებზე, სერვისებსა და პრაქტიკაზე მსჯელობს. იმართება პანელური სესიები და დისკუსიები, მონაწილეები ექსპერტების მოსაზრებებს ისმენენ.

ონფერენციის მიზანი, ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხელმისაწვდომობისა და  ხარისხის შესახებ დისკუსიის ხელშეწყობაა. პლატფორმა ასევე ითვალისწინებს მასწავლებლებისა და სპეციალისტების საუნივერსიტეტო და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ინკლუზიური ადრეული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

მე-3 სართაშორისო კონფერენცია განათლების სამინისტროს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით იმართება. 

ღონისძიებას ხელისუფლების, საელჩოების, საერთაშორიოს ორგანიზაციების, აკადემიური წრის  წარმომადგენლები და ადრეული განათლების სპეციალისტები ესწრებიან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში