სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება ბსუ-ში

18 ოქტომბერი 2024, 14:34 535 ნახვა

„ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ბანაკს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ფოიესა და საკონფერენციო დარბაზში სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების, სტუდენტებისა და მოსწავლეების სამეცნიერო კვლევებისა და დანადგარების გამოფენა მოეწყო.მისი მიზანი ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა მხარდაჭერა, მათი პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა. 

„ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ პროექტის ფარგლებში უკვე მესამედ იმართება ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ რომელშიც ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერები და მათი უცხოელი კოლეგები მონაწილეობენ.

კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ ფერეიდანში მცხოვრები ეთნიკური ქართველები, მათ შორის ჰელენ იოსელიანი, კალიგრაფისტი. კონფერენციის პარალელურად უნივერსიტეტის სტუმრებს ორი დღის განმავლობაში მისი  ნამუშევრების ნახვაც შეეძლებათ, იმართება გამოფენა.

ახალგაზრდა მეცნიერთა პიკნიკი საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში