არჩევნები 2024 - ქობულეთში 55 უბანზე არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება

24 ოქტომბერი 2024, 10:33 309 ნახვა

66  235 ამომრჩეველია რეგისტრირებული ქობულეთის მუნიციპალიტეტში.  55-საარჩევნო უბანში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების ახალი წესით ჩატარდება, მხოლოდ სოფელ აჭის საარჩევნო უბანში  ამომრჩევლები ტრადიციული წესით მისცემენ ხმას. გადასატანი ყუთით კი ისარგებლებს  1465 ამომრჩეველი.

უბნებზე კენჭისყრის დღისთვის სამზადი ნაწილობრივ დასრულებულია, რჩება დოკუმენტაციის მიწოდების პროცედურები. 

ამ დროის მონაცემებით, 4 საარჩევნო სუბიექტს ჰყავს უბნებზე წარმომადგენლები დანიშნული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში