„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება

24 ოქტომბერი 2024, 10:08 250 ნახვა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი შეკრება შედგა თბილისში. მხარდამჭერები  „თავისუფლების მოედანზე“ შეიკრიბნენ. მანამდე პარტიის ლიდერებს რეგიონებში ჰქონდათ გასვლითი ღონისძიებები.

შეკრებილებს მიმართეს: პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და სხვა ლიდერებმა.

ღონისძიების დასასრულს შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბერა ივანიშვილმა. მათი გამოსვლებისას ძირითადად ისმოდა საარჩევნო გზავნილები მშვიდობის უზრუნველყოფის დაპირებით.

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის  პერიოდში ქვეყანამ უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, პირობა დადო, რომ მათივე ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში