არჩევნები 2024 ზუგდიდი

26 ოქტომბერი 2024, 08:59 196 ნახვა

ზუგდიდშიც მზად არის საარჩევნო უბნები. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა გაიარეს. გადამოწმდა უბნებზე  ელექტრონული აპარატები და დაილუქა გადასატანი ყუთები. საარჩევნო უბნის გახსნამდე პირველი ამომრჩეველი  პირველ საარჩევნო უბანზე ნახევარი საათით ადრე მივიდა. ზუგდიდის მასშტაბით რეგისტრირებულია  - 116 ათას 968 ამომრჩეველი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 70 საარჩევნო უბანია გახსნილი. 33 სოფელში და ქალაქის ტერიტორიაზე 25 უბანი იმუშავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში