„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა დარღვევად მიიჩნია ოზურგეთის ერთ-ერთი სოფლის საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის და ამომრჩევლის გადაკოცნა, რის გამოც საჩივარი შეავსო

26 ოქტომბერი 2024, 10:47 260 ნახვა
 

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა დარღვევად მიიჩნია ოზურგეთის ერთ-ერთი სოფლის საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის და ამომრჩევლის გადაკოცნა, რის გამოც საჩივარი შეავსო.

გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა, თინათინ გობრონიძემ, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და აღნიშნა, რომ სოფელ გაღმა დვაბზუს ერთ-ერთ უბანზე დარღვევა დააფიქსირა.

გობრონიძის საჩივრით ირკვევა, რომ კენჭისყრის შენობაში, რეგისტრატორმა და ამომრჩეველმა ერთმანეთი გადაკოცნეს, რაზეც თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა.

„კენჭისყრის შენობაში მოხდა დარღვევა - რეგისტრატორის გადაკოცნა ამომრჩევლისგან, ამასთანავე, კომისიის წევრს მიეცა გაფრთხილება გადაკოცნისთვის, ეს კი დანარჩენებმა არ გაითვალისწინეს და რეაგირება არ მომხდარა თავმჯდომარის მხრიდან.“ - აღნიშნულია გვარამია-მელიას პარტიის წარმომადგენლის მიერ შევსებულ საჩივარში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში