2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად აკვირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

26 ოქტომბერი 2024, 12:02 228 ნახვა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად აკვირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ორგანიზაციის განცხადებით კენჭისყრის პროცესი რიგ საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო, კერძოდ საიას განცხადებით დაფიქსირებულია რეგისტრატორის მიერ ორი ბიულეტენის გაცემის ფაქტი.

ასევე ერთი ამომრჩევლის მხრიდან ხმის ორჯერ მიცემის ფაქტიც, ორგანიზაციაში სხვა დარღვევებზეც საუბრობენ.

10 საათის მონაცემებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჩანაწერთა წიგნში 15, საუბნო საარჩევნო კომისიაში 11 და საოლქო საარჩევნო კომისიაში 4 საჩივარი აქვს დაწერილი.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში