არჩევნები 2024 - ქობულეთი

26 ოქტომბერი 2024, 12:34 340 ნახვა

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს რომ ამ დროისთვის ოლქში ორი საჩივარი შევიდა. 10-სთ მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 5 132 ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი არჩევანი. აქტივობა ყველა უბანზე მიუხედავად წვიმიანი ამინდისა საკმაოდ მაღალია.

დარღვევა დაფიქსირდა სოფელ ქვედა კვირიკეს 33-ე უბანზე. კონკრეტულად რეგისტრატორმა, ამომრჩეველს ერთი ბიულეტინის ნაცვლად მიაწოდა ორი ბიულეტინი რის გამოც რეგისტრატორი დაკავებული თანამდებობიდან მოიხსნა და ის ახალი რეგისტრატორით ჩაანაცვლეს. ამავე უბანზე ამომრჩეველი მიერ მოხდა ბიულეტენზე ფოტოს გადაღება რაზეც დაიწერა საჩივარი. ფოტო გადაღება დაფიქსირდა მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდანაც. საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ეუთოს წარმომადგენლობაც აქტიურად აკვირდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში