ქართული ოცნების დელეგატმა მინდია დიასამიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი გააკეთა

26 ოქტომბერი 2024, 13:43 476 ნახვა

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ქართული ოცნების დელეგატმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მინდია დიასამიძემ ხმა მე-17 საარჩევნო უბანზე მისცა. ხელვაჩაურში სულ 41 უბანია და 43 ათასზე მეტი ამომრჩეველი. 12 საათის მონაცემებით საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა 9 802 ამომრჩეველი, საერთო რაოდენობის 22 პროცენტი, რაც გასული 2020-ის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან შედარებით ცოტათი მეტია.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, როგრც უბნებზე აცხადებენ შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა ელექტრონულმა არჩევნებმა მოქალაქეებში გაუკვევლობა მაინც გამოიწვია. ერთ-ერთ უბანზე არაერთი ბიულეტენი გაფუჭებულად ჩაითვალა, რადგან დაზიანდა.

ამომრჩეველში როგორც უბნებზე ამბობენ დაბნეულობას იწვევს ასევე ერთ ბიულეტენზე არსებული ორი სვეტი, რომლითაც მათ ერთდროულად, როგორც საქართველოს, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში