„ერთობა-ნაციონალურ მოძრაობაში'' დარღვევებზე, მოსყიდვასა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე საუბრობენ 

26 ოქტომბერი 2024, 16:09 270 ნახვა

დარღვევებზე, მოსყიდვასა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე საუბრობენ  „ერთობა-ნაციონალურ მოძრაობაში’’. ოპოზიციის ინფორმაციით, ბათუმისა და ქობულეთის უბნების ნაწილში ორი  ბიულეტენის გაცემის ფაქტები დაფიქსირდა,  ასევე ბათუმში იყო ე.წ კარუსელის მცდელობა, ამასთან უბნებთან მობილიზებული ქართული ოცნების ჯგუფები ახორციელებენ ზეწოლას ამომრჩევლებზე, საარჩევნო უბნებთან მიკროავტობუსებში კი ხდება  ამომრჩეველთა  მოსყიდვა.  

ოპოზიციამ ამ ფაქტებზე არაერთი საჩივარი უკვე  დაწერა. ბრიფინგზე საუბარი შეეხო ხულოსა და ხელვაჩაურში დაფიქსირებულ დარღვევებსაც. ყინჩაურში ოპოზიციის ინფორმაციით, გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი, რაც ამომრჩევლის გადაადგილებას უშლის ხელს, ხელვაჩაურში კი სამი უბნის ეზოში წყალი დგას.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში