ოპოზიციური პარტიები საქართველოსთვის  ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს არ აღიარებენ

27 ოქტომბერი 2024, 09:15 277 ნახვა

ოპოზიციური პარტიები საქართველოსთვის  ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს არ აღიარებენ. ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არჩევნები არის მოპარული. მისი განცხადებით საქართველოში, ხელისუფლების უზურპაცია მოხდა  ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, "ქართული ოცნება" არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი - თქვა გვარამიამ. მისივე განცხადებით რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას სჭირდებათ  ერთმანეთში გასაუბრება. ცესკოს წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრა გამართეს. რა გადაწყვეტილება მიიღეს, ამის შესახებ ცნობილი დღეს უნდა გახდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში