ეს არის იმედდაკარგული კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებები - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

27 ოქტომბერი 2024, 11:22 272 ნახვა

ის სისტემა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში დაინერგა სრულად გამორიცხავს მანიპულაციას, - ეს განცხადება პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებზე საპასუხოდ გააკეთა.

„იცით რომ რეგისტრაცია, ხმის მიცემა ხორციელდებოდა ელექტრონულად და ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ითვლებოდა შედეგები. შესაბამისად, გამორიცხული იყო ყოველგვარი მანიპულაცია და ადამიანური შეცდომებიც კი. ასეთ პირობებში, რასაც ლაპარაკობენ კონკრეტული პარტიები და მათი წევრი ენჯეოები, არის იმედდაკარგული კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებები“, - განაცხადა კობახიძემ.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 54.273%-ით ( 1 114 936 ხმა) ლიდერობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში