არჩევნები 2024 - ბათუმი

27 ოქტომბერი 2024, 12:31 439 ნახვა

ბათუმის 79 საარჩევნო ოლქში მინიმალური  საარჩევნო ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა. რაც შეეხება საჩივრებს  თავმჯდომარის ინფორმაციით ამ დრომდე მხოლოდ პროცედურულ დარღვვებთან დაკავშირებული საჩივრებია შესული, რაც კომისიის სხდომაზე უნდა განიხილონ, თუმცა პროცედურული სახის დარღვევები   სავარაუდოდ საბოლოო შედეგებს არ შეცვლის. ამ დროისთვის დათვლილი პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია ქართულ ოცნებას  50.38 % აქვს. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 13.18  პროცენტი მიიღო, კოალიცია ცვლილებებისთვის, 12  პროცენტი. კოალიციას ძლიერი საქართველო, ლელო ხალხისთვის ხმათა  7.7 პროცენტი ერგო , პარტია გახარია საქართველოსთვის  კი 11,23% დააგროვა. ბათუმში ამომრჩეველთა  აქტივობამ  61 პროცენტს გადააჭარბა. საარჩევნო უბნებში 94 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში