არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი - საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაიკო

27 ოქტომბერი 2024, 12:48 296 ნახვა

არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, საქართველოში მიღებულმა გამოცდილებამ დაადასტურა ჩვენი რწმენა, რომ საქართველო დემოკრატიის ერთგულია, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრმა, ფანი ლაიკომ განაცხადა, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.

საერთაშორისო ექსპერტებმა დაკვირვების შედგები დღეს მედიის წარმომადგენლებს გააცნეს.

„ჩვენ აქ ვართ, რათა გაგიზიაროთ ჩვენი ობიექტური გამოცდილება, როგორც საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრებისა, რომელთაც ჰქონდა პრივილეგია, დაკვირვება გვეწარმოებინა საქართველოში გამართულ არჩევნებზე. ჩვენი ვიზიტის ფარგლებში მოვინახულეთ ხუთი საარჩევნო უბანი, მათ შორის, თბილისში და რეგიონებში. ჩვენი დაკვირვების დროს ვნახეთ კარგად ორგანიზებული საარჩევნო პროცესი. ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეცათ ხმა დაბრკოლების გარეშე, ინციდენტებისა და ძალადობის შემთხვევების გარეშე. ეს ასახავს როგორც საქართველოს მთავრობის ერთგულებას დემოკრატიული პრინციპების დაცვისადმი, ასევე აჩვენებს, თუ რამდენად არიან მოწადინებულები საქართველოს მოქალაქეები, მონაწილეობა მიიღონ გამჭვირვალე და სამართლიან საარჩევნო პროცესში.

 

საარჩევნო პროცესის ეფექტური წარმოება ხაზს უსვამს საქართველოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ამგვარი საარჩევნო დღის ორგანიზებისადმი, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. საარჩევნო პროცესის ყველა ასპექტი ექვემდებარებოდა შესაბამის რეგულაციებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო იმის ხილვა, თუ როგორ მოახდინეს მოქალაქეებმა ახალ ციფრულ საარჩევნო სისტემასთან ადაპტაცია. ეს ხაზს უსვამს პროგრესულ მიდგომას, რომელიც აქვს საქართველოს საარჩევნო პროცესის მოდერნიზაციის კუთხით. ასევე, ეს უზრუნველყოფს პროცესის დემოკრატიულობას, რადგან ის ხელმისაწვდომია და ეფექტურია ყველა მოქალაქისთვის.

 

შეჯამების სახით შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი. ჩვენ მიერ მიღებულმა გამოცდილებამ აქ, საქართველოში დაადასტურა ჩვენი რწმენა, რომ საქართველო დემოკრატიის ერთგულია“,- განაცხადა ფანი ლაიკომ.

რაც შეეხება ინციდენტებს, ლაიკომ აღნიშნა, რომ ეს საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში