უმაღლესი საბჭოს არჩევნები

27 ოქტომბერი 2024, 18:59 340 ნახვა

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით ლიდერობს. ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% მიიღო.„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.161% მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.814 % აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.771% (161 215 ხმა).რაც შეეხება დარჩენილ ორ უბანს, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია, ხოლო დუშეთის ერთი უბნიდან ოქმი არაა მიღებული.რაც შეეხება უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებს. რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, ქართულმა ოცნებამ 57.4 % მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ 14.2% გახარია საქართველოსთვის 8.6 კოალიცია ცვლილებებისთვის 8.4  და ძლიერი საქართველო 6,3% - მანდატების ნაწილში ეს ნიშნავს, რომ 13 ადგილი 21-დან  ექნება ქართულ ოცნებას, 4 ნაციონალურ მოძრაობას 2-გახარია საქართველოსთვის და თითო კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში