სრულად ვუჭერთ მხარს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

27 ოქტომბერი 2024, 18:02 276 ნახვა

გერმანია სრულად უჭერს მხარს ეუთო/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, საქართველოში, გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობების გამო, რომლებიც უნდა მოგვარდეს და აღმოიფხვრას. გერმანია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მომდევნო მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და პოლარიზაცია. არჩევნების შედეგების დამუშავება და მთავრობის ფორმირება, ასევე, აისახება ევროპულ გზაზე საქართველოს მომავალ პროგრესზე“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში